დეველოპერული კომპანია "Ar-Meridians" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
"Ar-meridians" წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე 2015 წლიდან და ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის "White Sails" ინიციატორია ახალ ბულვარში. კომპლექსი მოიცავს 4 მაღალი კლასის აპარტოტელს, საცხოვრებელ ბლოკებს, 2 ბრენდულ სასტუმროს და უნიკალურ ინფრასტრუქტურას. კომპლექსი ჯამში 30 ჰა-ზეა განთავსებული.
მდებარეობა: ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
— იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
— ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
— კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.
— კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
— წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
— კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება;
— საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
— კარგი წერითი/ვერბალური უნარ-ჩვევები;
— სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
— ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
— საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
— ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
— რუსული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია;
— სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
— უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
— დაგეგმვის, დროის მართვის და ოპტიმალურად განაწილების უნარი;
— პუნქტუალურობა;
— ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
— პასუხისმგებლობის გრძნობა;
— სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
— ორგანიზებულობა;
— პრიორიტეტების დასახვის უნარი;
— გადაწყვეტილების მიღების უნარი;
— შედეგებზე ორიენტირებულობა;
— ეფექტური კომუნიკაციის უნარი
— მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
— გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე:
info@whitesails.ge