ქართული Русский English

ბარისტა/კონსულტანტი 400 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "Hub Way"-ი რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი და ლოკალურად არსებული ბიზნეს და სახელმწიფო დაწესებულებების დასაქმებული მომხმარებლის დროის დაზოგვის მიზნით სწრაფი კვებისა და სხვადასხვა პროდუქტების "Just Take" სერვისის მიწოდებაზე გუნდში იწვევს მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდებს კომპანიის საინტერესო პროდუქტებზე სამუშაოდ. ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია. "Hub Way" გთავაზობთ: — კომფორტულ სამუშო გრაფიკს (ცვლების მიხედვით 8:00 - 20:00, თვეში 15 - 16 დღე); — საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელისთვის კომფორტულ ადგილმდებარეობას — კომფორტულ სამუშაო გარემოს (სამუშაო უნიფორმები ... ) — კონკურენტულ ანაზღაურებას (პირველი სამი თვე 400 ლარი ფიქსირებულ + ბონუსები; — სამი თვის შემდეგ 500 ლარი + ბონუსები); კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება: — ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება; — Hot-dog ების მომზადება; — მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; — ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; — მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება; — გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა. მოთხოვნები: — ენერგიულობა და დისციპლინირებულობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ორგანიზებულობა; — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — დეტალებზე ორიენტირებული; — მოტივირებული და შრომისმოყვარე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hubway2021@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ბარისტა/კონსულტანტი. სამუშაო ადგილი: სანდრო ეულის ქუჩა, მ/ს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება, გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჰაბ ვეი"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას! "ჰაბ-ვეი" "Hub Way"

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 05.04.2021