ქართული Русский English

ხორცის საამქროს ოპერატორი 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით. ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა. "მარშე" აცხადებს ვაკანსიას ხორცის საამქროს ოპერატორის პოზიციაზე წარმოებაში. პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: 600 ლარი ძირითადი მოვალეობები: — ფარშირებული ხორცისა და სანელებლების დანადგარში მოთავსება; — ელექტრო დანადგარებთან მუშაობა; — მზა პროდუქციის შოკ მაცივარში შეტანა და დასაწყობება. მოთხოვნები: — ორგანიზებულობა და დისციპლინა; — გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები; — სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო. დამატებითი ინფორმაცია კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: — აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; — გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "ოპერატორი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 აპრილი 2021 წელი. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 21.04.2021