ქართული Русский English

მძღოლ-ექსპედიტორი 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით. ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა. "მარშე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი ხელფასი: 600 ლარი ძირითადი მოვალეობები: — ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა; — ავტომანქანის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; — უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება; მოთხოვნები: — მართვის მოწმობა; — სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; — ანალიტიკური აზროვნება; — ორგანიზებულობა და დისციპლინა; — გუნდში მუშაობის უნარი; — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; დამატებითი ინფორმაცია: კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: — აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; — გასაუბრება დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მძღოლი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 აპრილი 2021 წელი. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 12.04.2021