ქართული Русский English

მიმტანი 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
სასტუმროების ქსელი "City Hotels" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue", აღმაშენებლის #140ბ; სასტუმრო "City Center", თამარ მეფის #24). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; — აუცილებელია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი; — ორგანიზებულობა; — ენერგიულობა; — მომხმარებელზე ორიენტირებულობა. მოვალეობები: — სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და გამასპინძლება; — სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა; — სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად; — საუზმის ორგანიზება შესაბამის გუნდთან ერთად; — სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა; — საკონფერენციო დარბაზის შემოწმება, მოწესრიგება, განახლება; — სასტუმროს სივრცეში საკონფერენციო ან სხვა ტიპის ღონისძიებების მომსახურება; — დღის განმავლობაში (საუზმე და საკონფერენციო მომსახურებაზე) სტუმრებზე გახარჯული სასმელი პროდუქტების ჩამოწერა და კვების დეპარტამენტის მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარდგენა; — სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; — ანგარიშსწორების წარმოება; — უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება. ჩვენ გთავაზობთ: — კვებით უზრუნველყოფას; — ჯანმრთელობის დაზღვევას; — მეგობრულ და გუნდურ გარემოს; — ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას. სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (06:00-15:00). შრომის ანაზღაურება: 600 ლარი. "City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: cityhotels.ge დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 17.04.2021