ქართული Русский English

კვება, რესტორნები, კაფეები - ვაკანსიები - სხვა

ქალაქი:
სოციალური ქსელები ბოტი
სამუშაოს მიზანი: პასუხისმგებელია ხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტებისა და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა, გაფორმება; ** აღმასრულებელი შეფ-მზარეულისა და შეფ-მზარეულისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა დესერტის მომზადებისა და გაფორმების დროს; ** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი; ** სტანდარტიზებული რეცეპტების მიხედვით მენიუში არსებული ყველა პროდუქტის მომზადება სხვადასხვა ღონისძიებისთვის; ** ყველა შეკვეთის დროულად დამზადება და მიწოდება; ** მენიუს სრული გეგმის, განსაკუთრებული შეკვეთებისა და მათი მომზადების წესის სრულყოფილად ცოდნა; ** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობის შენარჩუნება, სუფთა და მოწესრიგებული უნიფორმისა და სახელის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნის ტარება. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად); ** საკვებისა და სასმელების პროდუქტების კარგ დონეზე ფლობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებისა და კონტროლის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ზოგადი: იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ზომა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეიცვალოს ზემოთ მოყვანილი აღწერილობა.
18.02.2020
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
სრულად ნახვა
სოციალური ქსელები ბოტი
გამარჯობათ მეგობრებო, კახეთში სასტუმრო ვაზისუბნის მამულში არის ვაკანსია მზარეულის პოზიციაზე, საცხოვრებელს უზრუნველყოფს კომპანია. ანაზღაურება 800-900ლ გრაფიკი 9სთ დასვენება 2დღე კვირაში საკონტაქტო ნომერი: 555275137 ოთო
16.02.2020
კონტაქტები:
ტელეფონი: 555275137
სრულად ნახვა
სოციალური ქსელები ბოტი
მოგესალმებით, პურ-ფუნთუშეულის საწარმოში გვჭირდება დამფასოებლები. ტერიტორიულად საწარმო მდებარეობს კონიაკის დასახლებაში/ავჭალაში. - გრაფიკი ცვლებში: 1 დღე - 08:00-20:00, მე- 2 დღე - 20:00-08:00 საათამდე, მე-3, მე-4 დღე დასვენება. - ანაზღაურება გამომუშავებით აქვთ და მინიმუმ 500 ლარი გამოსდით. კვებას უზრუნველყოფს კომპანია. - ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ თიბისის ბარათზე დარიცხვით. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით. https://www.facebook.com/lina.makharashvili
29.01.2020 სრულად ნახვა
1

განყოფილების შესახებ

ამ განყოფილებაში თავმოყრილია ვაკანსიები, რომლებიც მიეკუთვნება საზოგადოებრივ კვებას და სარესტორნო მომსახურებას. აქ თქვენ იპოვით ვაკანსიებს რესტორნების, კაფეების, სასადილოების და კვების სხვა ობიექტებისგან. ეს სფერო მოიცავს სამზარეულოს და დარბაზის პერსონალს, როგორიც არის: მზარეულები, შეფ-მზარეულები, ოფიციანტები, მენეჯერები და სხვა.

აქ თქვენ იპოვით ვაკანსიებს როგორც დამწყები სპეციალისტებისთვის, ასევე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, როგორიც არის კვების ობიექტების მმართველები ან მაღალკვალიფიციური შეფები დიდი გამოცდილებით. კვების ობიექტების ვაკანსიები ფართოდ არის გავრცელებული ისეთ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი და ბათუმი, რომლებიც ტრადიციულად ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენენ და ყოველ წელს მრავალ ტურისტს იზიდავენ, მათ შორის ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს დაწესებულებებით.