ქართული Русский English

სამზარეულოს მენეჯერი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"სკა ჯუს ბარი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს მენეჯერის პოზიციაზე. მთავარი პასუხისმგებლობა: "სკას" სასმელების და საკვების სამზარეულოებში პროდუქტის სტაბილურობის და ხარისხის კონტროლი. სამზარეულოს გუნდის მართვა და ზედამხედველობა საქმის ეფექტურად შესასრულებლად. პასუხისმგებელია შემდეგ საკითხებზე: — მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა; — პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება; — ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება; — მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს; — მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს; — აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა; — ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა; — სამზარეულოს ყოველკვირეული ადმინისტრაციული ფაილების მომზადება, შესყიდვების და სხვა მიმართულებებით. — სამზარეულოს გუნდების მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება. საჭირო უნარები: — რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი; — სწრაფად მუშაობის უნარი; — დროის მართვის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი; — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ბენეფიტები: — მეგობრული სამუშაო გარემო; — მოქნილი სამუშაო გრაფიკი - სწავლის და მუშაობის შეთავსება; — ჯანმრთელობის დაზღვევა; — სტარტაპში მონაწილეობა. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: ana@skagroup.ge საკონტაქტო ტელეფონი: 599988585 კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/skajuicebar/videos/527486004689257/

კონტაქტი

ტელეფონი 599988585
ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 15.01.2021