ქართული Русский English

უფროსი მზარეული 800 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"Megobar" არის ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მოახდენს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას Food Shop-ის კატეგორიის ქვეშ. "Megobar" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე. თანამდებობის ზოგადი დანიშნულება: კულინარიული ნაწარმის შექმნა. სტრუქტურული ერთეული: წარმოება თანამდებობა: უფროსი მზარეული დავალებებს იღებს: წარმოების ხელმძღვანელისგან, საამქროს უფროსისგან ხელფასი: 700-800 ლარი სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით (კვირაში 40 საათი) ძირითადი მოვალეობები: — კულინარიული ნაწარმის შექმნა; — სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით პროდუქციის შექმნა-დამზადება; — ტექნოლოგიური რუკებისა და დადგენილი რეცეპტურების დაცვა — კერძის მომზადებისას დადგენილი ტექნოლოგიური ბარათის დაცვა; — კულინარიული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; — პროდუქტის დანადგარით დამუშავება; — პროდუქტის რაოდენობის კონტროლი; — პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტების დროული შეკვეთა და ხარისხის შემოწმება; — პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება; — ე.წ. "ხაზის" შევსება სუპერვაიზერთან ან ობიექტის მენეჯერთან შეთანხმებული მენიუს მიხედვით; — ე.წ. "ხაზზე" სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქციის დამზადებასა და დაფასოებაში მონაწილეობის მიღება; — პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების მარკირება, დამზადების თარიღისა და დროის აღნიშვნა); — შემდეგი ცვლისათვის ნახევარფაბრიკატების მომზადება; — სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა; — FIFO-ს პრინციპების დაცვა; — კომპანიის შინაგანაწესის დაცვა; — დაიცვას შრომის, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების არსებული წესები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — განათლება - უმაღლესი; — მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — უცხო ენის ფლობა; — სწრაფი კვების ობიექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ანგარიშგების კრიტერიუმები: მუდმივი ზეპირსიტყვიერი და/ან წერილობითი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან (თუ უშუალო ხელმძღვანელისაგან სხვა მითითება არ იქნება გაცემული). გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: megobarr@gmail.com (სათაურში აუცილებლად ჩაუწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 23.04.2021