ქართული Русский English

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: სხვა
სამუშაოს მიზანი: პასუხისმგებელია ხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტებისა და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა, გაფორმება; ** აღმასრულებელი შეფ-მზარეულისა და შეფ-მზარეულისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა დესერტის მომზადებისა და გაფორმების დროს; ** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი; ** სტანდარტიზებული რეცეპტების მიხედვით მენიუში არსებული ყველა პროდუქტის მომზადება სხვადასხვა ღონისძიებისთვის; ** ყველა შეკვეთის დროულად დამზადება და მიწოდება; ** მენიუს სრული გეგმის, განსაკუთრებული შეკვეთებისა და მათი მომზადების წესის სრულყოფილად ცოდნა; ** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობის შენარჩუნება, სუფთა და მოწესრიგებული უნიფორმისა და სახელის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნის ტარება. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად); ** საკვებისა და სასმელების პროდუქტების კარგ დონეზე ფლობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებისა და კონტროლის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ზოგადი: იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ზომა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეიცვალოს ზემოთ მოყვანილი აღწერილობა.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 18.02.2020