ქართული Русский English

მიმტანი, ადმინისტრატორი, მზარეული

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
ბანაკი "ზეთა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მიმტანი, ადმინისტრატორი, მზარეული. 1. მიმტანი: ძირითადი მოთხოვნები: — აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; — სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; მოვალეობები: — სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძებისა და სასმლის შეთავაზება; — სტუმრების შეკვეთის მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა; — სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება და მიტანა; 2. ადმინისტრატორი: საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ინგლისური ენის კარგად ცოდნა; — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; მოვალეობები: — სტუმრების მიღება, განთავსება, ანგარიშსწორება, გასტუმრება; — მომსახურების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; 3. მზარეული: საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; — ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა; მოვალეობები: — პროდუქტის დამუშავება, დამზადება; — არსებული პროდუქტის სწორად შენახვა, დასაწყობება, განთავსება; — პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის, შენახვის ვადის კონტროლი. ბანაკი მდებარეობს ყაზბეგის რაიონში სოფელ ჯუთაში. ვაკანსია აქტიურია ივნისის თვიდან. საცხოვრებლით და კვებით უზრუნველვყოფთ ჩვენს პერსონალს დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555701057. გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: Info@zeta.ge

კონტაქტი

ტელეფონი +995555701057
ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 21.04.2020