ქართული Русский English

IT ცხელი ხაზის ოპერატორი 1200 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას IT ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: მცხეთა. ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც დაგვეხმარება მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაში. ძირითადი სამუშაო: — სატელეფონო ზარების მეშვეობით, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება; — კლიენტების კონსულტირება ჩვენი აპარატურის გამოყენებაში; — მიღებული რთული ტექნიკური და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით; — ელფოსტაზე შემოსული პრობლემური საკითხების პროგრამულად აღწერა და მათი შესაბამისი დაკვალიანება; — ელფოსტაზე უკან პასუხის დაბრუნება; — მოგვარებულ პრობლემებზე გადარეკვა-გადამოწმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; — Microsoft საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; — ცხელ ხაზზე მუშაობის გამოცდილება. (სასურველია) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:30-დან 19:00-მდე სახელფასე განაკვეთი განისაზღვრება: 1000-დან 1300 ლარამდე (დარიცხული). დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge გისურვებთ წარმატებებს!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 05.01.2021