შპს "ოპატრეიდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ონლაინ მაღაზიას ქართულ ბაზარზე (ცნობილი როგორც "ოპაშოპი").
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ, შაბათი 11:00-16:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
— არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით.
— შეკვეთების მიღება-გაფორმება, ბაზაში შეყვანა.
პიროვნული უნარები:
— ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
— ორგანიზებულობა;
— დეტალებზე ორიენტირება;
— პასუხისმგებლობა;
— კონფიდენციალობა.
მოთხოვნები:
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
— ენები: ქართული, გამართული საუბრის და წერის უნარი
— პრიორიტეტული იქნება რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან ერთად; კარიერული და ფინანსური წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: opatrade.info@gmail.com