ქართული ახალგაზრდული აკადემია სამხრეთ კალიფორნიაში (აშშ) სამუშაოდ იწვევს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს, ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტში. თუკი გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია/გამოცდილება და ფლობთ ინგლისურ ენას, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა
კლასი/დონეები: ენის ნულოვანი, მინიმალური და საშუალო ცოდნა
სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 თებერვალი, 2021
სამუშაო საათები: 2-3 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი: ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებასა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ვაკანსიების რაოდენობა: 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი), ან
— დიპლომით მინიჭებული მასწავლებლის კვალიფიკაცია და ბაკალავრის ხარისხის განათლება;
— მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
— ინგლისური ენის ცოდნა;
— სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების ცოდნა;
— თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლის პროცესში;
გამოხმაურების ბოლო თარიღი: 8 იანვარი, 2021
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები განაცხადი ცენტრის ელ. ფოსტაზე: info@georgian.center
— შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
— ავტობიოგრაფია (CV)
"სათაურის ველში" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.