"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორანტის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის ქ.17
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (სამი დღე - 09:00-15:00 / შემდეგი სამი დღე 15:00-21:00)
სამუშაო ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი
ადგილების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
— სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით განახორციელოს პრაქტიკული სწავლება;
— კურსის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური, სიმულაციური და სახარჯი მასალებით ლაბორატორიის აღჭურვა;
— მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სიმულაციური აღჭურვილობა/ინვენტარი/მასალები;
— აწარმოოს ლაბორატორიაში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით;
— შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
— ლაბორატორიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა ან/და მედიცინის მიმართულებით;
— მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
— განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
— MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT -ძალიან კარგი);
— ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:
HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი.