ქართული Русский English

ანალიტიკური დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ვივო მედიქალ ჯგუფი საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანიას კლინიკა. ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ფასწარმოქმნის და ანალიტიკური დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: 600 ლარი ძირითადი ფუნქციები: — ფასწარმოქმნა; — პროექტების ფინანსური კონტროლი და ანალიზი; — ფინანსური უწყისების მომზადება და ანალიზი; — ანაზღაურების დათვლის პროცესში მონაწილეობა; — მიღებული ინვოისების შედარება ფაქტიურად გაწეულ მომსახურებასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით; — საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; — სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: — დეტალებზე ორიენტირებული; — ანალიტიკური აზროვნების და ლოგიკური მსჯელობის უნარი; — გუნდურად მუშაობის უნარი; — პასუხისმგებლობის გრძნობა; ენების ცოდნა: — ქართული-გამართული საუბრის და წერის უნარი; — ინგლისური - B1 დონე. ჩვენ გთავაზობთ: — კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; — მეგობრულ სამუშაო გარემოს; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 14.04.2021