ქართული Русский English

ბუღალტერი 1200 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "ჯეოსილქროუდი" კონსულტირებას უწევს კომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეთა ხელშეწყობას სხვადასხვა საჭირო ნებართვის მისაღებად, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას! კომპანიის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც მუდამ მზად არიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის! კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ: https://geosilkroad.company/en/ კომპანია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და ახალი გამოწვევებისთვის მიმართ მაღალი მიმღებლობით გამორჩეულ ადამიანს - გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: — კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა; — საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების გატარება პროგრამაში; — სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება; — დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი; — ზედნადებების/ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი; — კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ და ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა; — საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი; — საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება; — კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება; — საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; — თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი; — სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად; — საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სავალდებულოა უმაღლესი განათლება, უმჯობესია ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სპეციალობის მიმართულებით; — ACCA და/ან სხვა ბუღალტერიის კურსი; — ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-3 წლის გამოცდილება; — სავალდებულოა ORIS პროგრამის ცოდნა. — აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, — რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტულად) — ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა. — საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; — ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციები და სხვა კანონმდებარე აქტების ცოდნა; — აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ხელფასი განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით, 700-1200 ლარის ფარგლებში. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsr.ge; გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი"

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 19.04.2021