ქართული Русский English

ბუღალტერი 800 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. "ასორტი ვერე" წარმოადგენს საკუთარი წარმოების უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი მზა კერძების, ქართული და ევროპული საცხობისა და დახვეწილი საკონდიტრო ნაწარმის კაფეტერიათა ქსელს. "ასორტი ვერე" გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სტაბილურობას, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი. სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 700-800 ლარი. ძირითადი მოვალეობები: — ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება; — კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება და ასახვა; — სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა; — დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი; — საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა — დაკისრებულ სამუშოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება — სასურველია ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; — სასურველია Fina-ში მუშაობის გამოცდილება; — საგადასახადო კოდექსის ცოდნა; — RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — კომპიუტერული პროგრამების Word, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; — უცხო ენების ფლობა პიროვნული თვისებები/უნარები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — დეტალებზე ორიენტირება; — დროის მართვის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@assorti.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "ბუღალტერი". გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 07.04.2021