ქართული Русский English

ბუღალტრის ასისტენტი 700 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ჩვენ ვეძებთ ბუღალტერის დამხმარეს, რათა შემოუერთდეს "წერტის" აქტიურ, ერთგულ და წარმატებულ გუნდს. მოვალეობები: — ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება; — შესყიდვებისა და რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და პროგრამასთან შედარება; — დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი; — პერიოდულ აღწერებსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; — წარმოების პროცესის ბუღალტრულად ასახვა; — კალკულაციების შედგენა; — რეპორტების მომზადება. მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში; — ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა; — კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); — მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; — კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება; — დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი. პირობები: — სამუშაო განაკვეთი: სრული — მდებარეობა: თბილისი — ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები). დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე: hr@tserti.ge და "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 05.01.2021