ქართული Русский English

ბუღალტრის დამხმარე 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"Syntax"-ი არის გამოცდილი, მოტივირებული და ამბიციური IT პროფესიონალების გუნდი რომელიც უზრუნველყოფს გამორჩეული IT სერვისებისა და პროდუქტების მოწოდებას. "Syntax"-ში ჩვენ ვფიქრობთ, ვქმნით და ვნერგავთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვიყვარს და გვესმის ჩვენი საქმე, საერთო მიზნებით ვაღწევთ წარმატებებს. კომპანია "Syntax" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე, პირველი სამი თვე გამოსაცდელი ვადით. მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106 სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე; 09:30 -18:30 ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) კომპანიის გვერდი: https://www.syntax.ge FB გვერდი: https://www.facebook.com/syntaxge საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; — აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა. ფუნქცია მოვალეობები, რასაც სტაჟირების დროს აპლიკანტი ისწავლის და შეასრულებს: — პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ს/ზ, ა/ფ, მიღება-ჩაბარებების აქტები, ხელშეკრულებები და სხვა) შექმნა/შემოწმება/აღრიცხვა/დაარქივება/კონტროლი); — ჩამოწერის აქტების მომზადება, ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება; — დებიტორ-კრედიტორებთან კონტაქტი, შედარებების აქტების წარმოება; — ბენზინის აღრიცხვა; — თანამშრომლების მოსვლა წასვლის ტაბელის შევსება; — დებიტორ კრედიტორების ყოველკვირეული მომზადება; — სასტარტო ნაშთები სწორი გადატანა ერთი პროგრამიდან მეორეში; — სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე. პიროვნული თვისებები: — გამართული მეტყველება; — ღია და მოტივირებული ახალი შესაძლებლობების ათვისებისთვის; — კომუნიკაბელურობა - როგორც კლიენტებთან ასევე გუნდის წევრებთან; — დეტალებზე ორიენტირებულობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — კომპანიის ბენეფიტები; — ახალგაზრდა გუნდი და სასიამოვნო სამუშაო გარემო; — კორპორაციული ტრანსპორტი სამსახურებრივი მიზნებისთვის; — ტრენინგები საქმიანობის სპეციფიკის შესწავლასთან დაკავშირებით; — ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ; — საკვალიფიკაციო გამოცდების დაფინანსება; — საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ დინამიურად ზრდადი ფიქსირებული ხელფასი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - sales@syntax.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტრის დამხმარე".

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.04.2021