ქართული Русский English

მოლარე-კონსულტანტი 550 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/ "SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: დიღომი, გლდანი კატეგორია: გაყიდვები, სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) ანაზღაურება: 500-550 ლარი ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი) მოვალეობები: — თაროების შევსება; — მომხმარებელთან კომუნიკაცია და სექციებში არსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; — პროდუქციის ხარისხის, ვარგისიანობის და ფასმაჩვენებლის სისწორის მუდმივი შემოწმება; — დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი; — სალაროს ოპერაციების წარმოება; — სისუფთავეზე ზრუნვა; — თავაზიანი დამოკიდებულება და პოზიტიური განწყობის შექმნა. ბენეფიტები: — 50%-იანი ფასდაკლება "სპარის" წარმოებულ მზა საკვებზე; — კარიერული ზრდის შესაძლებლობა; — წამახალისებელი აქტივობები. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: pirveli.lk@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: 577 06 78 88 და სათაურის ველში - "Subject" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 05.04.2021