ქართული Русский English

მოლარე-კონსულტანტი 500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"Megobar" არის ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მოახდენს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას Food Shop-ის კატეგორიის ქვეშ. "Megobar" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. თანამდებობის ზოგადი დანიშნულება: მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა; საკასო-საკონტროლო აპარატზე მყიდველისგან მიღებული ფულადი თანხის მიხედვით ოპერაციების განხორციელება. სტრუქტურული ქვედანაყოფი: ქსელის მართვის დეპარტამენტი თანამდებობა: მოლარე კონსულტანტი დავალებებს იღებს: ქსელის მართვის დეპარტამენტის მენეჯერისგან, ობიექტის სუპერვაიზერ-მენეჯერისგან, ხელფასი: 500 ლარი სამუშაო გრაფიკი: ხელმძღვანელის მიერ დადგენილი (კვირაში 40 საათი) ძირითადი მოვალეობები: — მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა; — სალაროსთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება; — სექციებში პროდუქციის განლაგების წესის დაცვით შევსება; — ვადების აღრიცხვა და კონტროლი; — სექციაში არსებული პროდუქციის ვადიანობის აღრიცხვა და კონტროლი; — თაროზე პროდუქციის განთავსება კომპანიაში არსებული საქონლის განლაგების წესის დაცვით, მის იერსახეზე ზრუნვა; — სექციაში განლაგებული პროდუქციის ფასმაჩვენებლის არსებობის და შესაბამისობის კონტროლი, ფასთაცვლილების შემთხვევაში განახლება; — ხაზინიდან სამუშაო დღისთვის საჭირო თანხისა და სალაროს გასაღების აღება და გასვლის ორდერზე ხელმოწერით დაფიქსირება; — ანგარიშსწორების დროს ოპერაციების განხორციელება სალაროს აპარატზე არსებული სტანდარტის შესაბამისად; — სალაროს კონტროლი; — სალარო აპარატების გამართულად მუშაობის კონტროლი და შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლის მიმართვა უშუალო ხელმძღვანელთან; — მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სასურველი პროდუქტის კონტეინერში/ქაღალდის პარკში მოთავსება, წონის განსაზღვრა და გადაფუთვა; — შეფუთულ საკვებ პროდუქტზე ფასმაჩვენებლის განთავსება; — საწყობის ტერიტორიიდან მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარის გამოტანა და მომარაგება შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად; — ელექტრო ტექნიკის ჩართვა და შემოწმება შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად; — პროდუქციის მარაგების კონტროლი და დანაკლისის შემთხვევაში ვაიზერისთვი შეტყობინება; — თაროზე ახალი სახეობის პროდუქციის განთავსების შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება პროდუქტზე განთავსებული ანოტაციის გამოყენებით; — სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა; — სამსახურის დებულებითა და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — განათლება - უმაღლესი; — მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — უცხო ენების ფლობა; — სწრაფი კვების ობიექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ანგარიშგების კრიტერიუმები: ზეპირსიტყვიერი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან (თუ უშუალო ხელმძღვანელისაგან სხვა მითითება არ იქნება გაცემული). გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: megobarr@gmail.com (სათაურში აუცილებლად ჩაუწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 23.04.2021