ქართული Русский English

მოლარე-კონსულტანტი 500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"აკვალაინი" წამყვანი კომპანიაა საცურაო აუზებისა და სპა ზონების საპროექტო/სამშენელო სფეროში, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სირთულის პროექტებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ სექტორში. ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი. ანაზღაურება: 500 ლარი + 250 ლარი ბონუსი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00 მოვალეობები: — კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა; — პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება; — მომხმარებლის მომსახურება; საჭიროების შემთხვევაში ინვოისების მომზადება; — ბუღალტრის მიერ მიცემული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; — საოფისე პროგრამა "FMG soft"-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: — კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი; — შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული; — შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; — ენერგიული და კომუნიკაბელური; — ყურადღებიანი დეტალების მიმართ; — გუნდში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@aqualine.ge

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 15.04.2021