ქართული Русский English

მოლარე-კონსულტანტი 500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. მაღაზია "სპარში" გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტები, შემდეგ მისამართებზე: — თბილისი, დიღმის მასივი, ვაჟა ფშაველა, თამარ მეფის გამზირი, ყაზბეგის გამზირი — თბილისი, კოსტავას 80/82 — თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, — თბილისი, ყაზბეგის ქ. 26 — თბილისი, დიღმის მასივი — თბილისი, თამარ მეფის გამზირი. სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში), მოქნილი სამუშაო გრაფიკი. მოვალეობები: — სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; — სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; — დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი; — პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი; — მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; — მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით; — გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. მოთხოვნები: — გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა; — სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა. — ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი). ანაზღაურება: 500 ლარი. ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.joglidze@spar-georgia.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 19.04.2021