ქართული Русский English

მთავარი ბუღალტერი, ბუღალტერი 2500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე თბილისში: 1. მთავარი ბუღალტერი ფუნქციები და მოვალეობები: მთავარი ბუღალტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ყოველდღიური საოპერაციო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე, დაქვემდებარებული ოპერატორების ან/და ბუღალტრების შესრულებული სამუშაოს კონტროლი, კერძოდ: — ფინანსური დოკუმენტაციის სისწორის დადგენა და ბუღალტრულ პროგრამაში შესაბამისი გატარებების სისწორის ანალიზი; — სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოების კონტროლი; — დებიტორ-კრედიტორების კონტროლი; — სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების კონტროლი; — ძირითადი საშუალებების აღრიცხვის მონიტორინგი; — ბუღალტრების საგადასახადო დეკლარაციების/გაანგარიშების მომზადებისა და დროულად გაგზავნის მონიტორინგი; — გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კონტროლი; — დაქვემდებარებული ბუღალტრების საქმიანობის შეფასება; — პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: — მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე; — საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, Oris); — საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; — სასურველია პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის ფლობა; — საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; — დაგეგმარების, მართვის, გადაწყვეტილების მიღების, ზედამხედველობა/კონტროლის უნარები; — კომუნიკაციის ეფექტურად განხორციელების უნარი; — ინგლისური ან/და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ფლობა. სერთიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის ქონა ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება: 1500-2500 ლარი + ბონუსები. განაკვეთი: სრული. გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: info@loialte.com.ge და ელფოსტის დანიშნულებაში მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. 2. ბუღალტერი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება; — საბანკო გადარიცხვების წარმოება; — ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი; — საგადასახადო დეკლარაციების მომზადება; — ხელფასის უწყისის წარმოება; — ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშების წარმოება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; — ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; — საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: Excel, Oris; — საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა; — ინგლისურის ან რუსულის ცოდნა სასაუბრო დონეზე. პიროვნული თვისებები: — პასუხისმგებლობის გრძნობა; — ანალიტიკური აზროვნება; — ორგანიზებული; — დეტალებზე ორიენტირებული. სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00); ანაზღაურება: 700-1000 ლარი + ბონუსები. კომპანიის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.loialte.com.ge თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@loialte.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია "ლოიალტემ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.04.2021