
შპს "ბილდექსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
— ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადებაში მონაწილეობის მიღება
ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ფინანსური ანალიზის მომზადება და წარდგენა
— კომპანიის მიერ რეალიზებული სამედიცინო სერვისების შესახებ მონაცემების მოგროვება/დამუშავება ფილიალების მიხედვით და ფინანსური ანალიზის მომზადება
— წლიური ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება
— ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობაზე რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა; მოსალოდნელი გადახრების იდენტიფიცირება და ბიუჯეტის კორექტირების წინადადებების ინიცირება
— საინვესტიციო პროექტებზე კვალიფიციური ფინანსური ანალიზის მომზადება და დირექტორთა საბჭოზე მისი პრეზენტაცია
— კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემებისა და პროცედურების ანალიზი
— ხარჯების შემცირების შესაძლებლობების შესახებ წინადადებების შემუშავება და დირექტორთა საბჭოზე გატანა განსახილველად
— კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია
— კომპანიაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება
— წინადადებების შემუშავება კომპანიაში ანალიტიკური ინფორმაცის გამოყენების მიმართ ინტერესის ასამაღლებლად
— შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემების ანალიზი
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
— სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით
— MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
— სასურველია კორპორატიული ფინანსების საფუძვლების ცოდნა
— ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საფუძვლების ცოდნა
— სასურველია ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა (Upper Intermediate).
აუცილებელი უნარები:
— ანალიტიკური აზროვნება
— მათემატიკური უნარები
— მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
— პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია
— ორგანიზებულობა
— მაღალი მოტივაცია
— დეტალებზე ორიენტირებულობა
— პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: n.baghdavadze@buildex.ge. საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.