ქართული Русский English

სატრანსპორტო კომპანიის აღრიცხვის კონტროლის მენეჯერი 800 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
შპს "ევორდ ტრანსპორტი" წარმოადგენს სამშენებლო სფეროში მოღვაწე სამშენებლო-სატრანსპორტო ტექნიკის მფლობელ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა სამშენებლო პროექტებს უზრუნველყოფს სამშენებლო/გადამზიდავი სატრანსპორტო ტექნიკითა და შესაბამისი პერსონალით. შპს "ევორდ ტრანსპორტი" აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის აღრიცხვის კონტროლის მენეჯერის ვაკანსიას. თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ფუნქციები: — საავტომობილო ტრანსპორტის, მძიმე ტექნიკის და მცირე მექანიზაციის მიერ მოხმარებული საცხებ-საპოხი მასალების ხარჯების დოკუმენტაციის მომზადება და საბუთების დროული მიწოდება კომპანიის ბუღალტერიისთვის; — სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების კონტროლი და კომპანიის მიერ მათ მიმართ საგადახდო ვალდებულებების შესრულების კონტროლი; — სატრანსპორტო კომპანიის და გარე სერვისის მომწოდებელი კომპანიების მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების დოკუმენტაციის (მიღება ჩაბარებების აქტები) შედგენა/ მოპოვება და მათი დროული გადაგზავნა საფინანსო სამსახურში; — დაზღვევის, პარკირებების საშვების, საპატრულო ჯარიმების გადახდის ვადების მონიტორინგი; — ტექნიკაზე მიმაგრებული მძღოლების და ოპერატორების სააღრიცხვო ბაზის შექმნა და განახლება. მათი პირადი მონაცემების შეგროვება და გადაგზავნა კომპანიის იურიდიულ და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებებში; — სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების აღრიცხვა და სათანადო დოკუმენტაციის შექმნა. ანგარიშების შედგენა მოთხოვნილი აუცილებლობის მიხედვით. კომპანიის დოკუმენტაციის შეგროვება, მოწესრიგება და გაცემა. პროფესიული მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — აღნიშნულ პოზიციაზე ან ადმინისტრაციულ ერთეულში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, PowerPoint, Excel). პიროვნული თვისებები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — პუნქტუალურობა; — შრომისმოყვარეობა; — ენერგიულობა; — კომუნიკაბელურობა; — გუნდურად მუშაობის უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge. შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10.05.2021. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 14.04.2021