ქართული Русский English

შესყიდვების სპეციალისტი 2000 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
სსიპ "ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო" ახორციელებს ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე, რათა საქართველოს ბაზარზე განთავსდეს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან. სააგენტო საქმიანობის ფარგლებში აფასებს ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან, როგორებიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ა.შ. აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესად ემსახურება მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულებების დაცვას. პოზიცია: შესყიდვების სპეციალისტი საკონკურსო მოთხოვნები: — სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება — უმაღლესი აკადემიური განათლება — სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) ფუნქციები: — სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა; — სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების წლიური გეგმის და შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა შესყიდვების სააგენტოში; — სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ანალიზის მომზადება და პროცესის ხელმძღვენელობა; — ტენდერების მომზადება და ორგანიზება; — ბაზრის კვლევა და პროცესის ზედამხედველობა; — "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამის ნორმატიული აქტების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და პროცესის ზედამხედველობა; — მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის გაწევა. საკონკურსო თემატიკა: — "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; — "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის14 ივნისის №12 ბრძანება; — "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; — "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება; — "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის29 ოქტომბრის №19 ბრძანება; — "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის26 თებერვლის №2 ბრძანება; — "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის ამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება; — "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის10 თებერვლის №2 ბრძანება; ანაზღაურება განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით. კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ CV გამოგზავნოთ მეილზე: hr@msa.gov.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 19.04.2021