ქართული Русский English

წამყვანი ეკონომისტი 2618 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის ეკონომიკის, შრომისა და ხელფასების განყოფილების წამყვანი ეკონომისტის თანამდებობაზე. ძირითადი მოთხოვნები: — უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლების დიპლომი; — შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები (სასურველია); — მუშაობის 1-3 წლის გამოცდილება; — კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, MS Excel, MS Project; Power Point); — დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი; ანაზღაურება 2618 ლარი (დარიცხული). თანამდებობრივი მოვალეობები: — საზოგადოების ფინანსური საქმიანობის მართვა და კონტროლი — ფინანსური ანალიზი. — ბიუჯეტირების პროცესი. — ბიუჯეტის კონტროლი. — ხარჯების ნორმების და ბიუჯეტის კოდების შემუშავება, აღრიცხვის პროგრამულ მოდულში ცვლილებების შემდგომი ასახვის უზრუნველყოფით. — გარე აუდიტორებისათვის ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება. — განაცხადების, სამივლინებოების, კორპორატიულ ბარათებზე ჩარიცხვების, კონტრაქტების, შესყიდვის შეკვეთების, გადახდების გატარება; — ბიუჯეტის ლიმიტების ჩატვირთვა SAP სისტემაში; — იმ საავანსო გადახდების კონტროლი, რომლებიც არ შედის გამონაკლისებში; — სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის მიხედვით ხწა-ს შექმნა და კორექტირება. ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2021 წლის 23 აპრილის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.04.2021