ქართული Русский English

წამყვანი სპეციალისტი 3142 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას, ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის ფინანსებისა და ხაზინის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ფინანსურ საკითხებში. ძირითადი მოთხოვნები: — უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლების დიპლომი; — შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები; (სასურველია); — მუშაობის 1-3 წლის გამოცდილება; — კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, MS Excel, MS Project; Power Point); — სავალდებულოა ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური. — დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი. — ანაზღაურება 3142 ლარი (დარიცხული). თანამდებობრივი მოვალეობები — საზოგადოების ფინანსური საქმიანობის მართვა და კონტროლი; — ფინანსური ანალიზი; — საინვესტიციო სერტიფიკატის მომზადება; — ბიზნეს გეგმის შესრულების და ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების ანგარიშგების მომზადება; — საკრედიტო პორტფელის ანალიზი ; — საზოგადოების ფინანსურ მოდელზე მუშაობა; — ბიუჯეტის ანგარიშგება და ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხის ანგარიშგება; — გარე აუდიტორებისათვის ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება. — მონაცემების შეტანა კორპორაციული მართვის ავტომატიზირებულ სისტემაში. ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2021 წლის 23 აპრილის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.04.2021