ქართული Русский English

IT მხარდაჭერის სპეციალისტი 1000 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას: ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მხარდაჭერის სპეციალისტი სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ეკო კამპუსი. ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11 მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ფუნქცია/მოვალეობები: — TCP/IP ქსელის კონფიგურირება; — ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება/მოხმარება; — ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა; — კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; — პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია (დრაივერების დაყენება); — სისტემის ბექაფირება და აღდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ბაკალავრის ხარისხი (კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები); — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; — ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: — პუნქტუალურობა; — გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. წარმოსადგენი დოკუმენტები: — CV (უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 2 რეკომენდატორის შესახებ) — განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები — სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში) კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: — განაცხადების განხილვა; — შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; — კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge; გთხოვთ, ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 21.04.2021