ქართული Русский English

ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი 800 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერს, რომელიც დაგვეხმარება მაღალი ხარისხის ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება. ძირითადი მოვალეობები: — პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; — პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება; — შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია; — აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა; — პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ბაკალავრის ხარისხი (განიხილება მე-3 და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; — პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პირობები: — სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; — ანაზღაურება: 600-800 ლარი ხელზე; — ჯანმრთელობის დაზღვევა. თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ვაბაკოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "QA Engineer".

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 12.04.2021