ქართული Русский English

Laravel დეველოპერი 3500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას Laravel დეველოპერის პოზიციაზე. სახელფასო განაკვეთი: 2500 - 3500 ლარი (Net) ფუნქცია-მოვალეობები: — არსებული ვებ აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; — ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად ახალი ფუნქციონალის შემუშავება; — ამოცანის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; — პროდუქტის მფლობელთან და უფროს დეველოპერთან კოორდინირებული მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: — მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; — ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (PHP OOP) სიღრმისეული ცოდნა; — PHP და Laravel-ის საფუძვლიანი ცოდნა; — Laravel-ის გამოყენებით RESTful API - ს შექმნის გამოცდილება; — სხვადასხვა ვებ სერვისებთან და API-ებთან მუშაობის გამოცდილება - Rest/SOAP API -სთან; — რელაციურ ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება; — Git-თან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: — დეტალებზე ორიენტირებულობა; — ორგანიზებულობა; — განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი; — გუნდში მუშაობის უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ? — მოქნილ სამუშაო გრაფიკს — 100% Remote რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას; — ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; — პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2021 წ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ - "Laravel დეველოპერი". კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს! კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 15.04.2021