
კომპანია "Lime Consulting" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
— მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
— სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება/ანალიზი;
— არსებული რეპორტების ოპტიმიზაცია/სტანდარტიზაცია;
— სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა;
— ახალი პროექტებისა და მიმდინარე ცვლილებების ეფექტურობის ანალიზი.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
— ანალიტიკური აზროვნების უნარი;
— მონაცემთა დიდ მოცულობასთან მუშაობის გამოცდილება;
— Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
— SQL-ის ცოდნა;
— R/Python/-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
— რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
— ფიქსირებული კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
— სამედიცინო დაზღვევა;
— მეგობრული და თბილი კორპორატიული გარემო;
— კორპორატიული სწავლება;
— კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr-tbilisi@limecs.net და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი".