ქართული Русский English

პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი 700 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"ვივო მედიქალ ჯგუფი" საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანიას კლინიკა. "ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი) ანაზღაურება: 700 ლარი ძირითადი ფუნქციები: — პროგრამის მომხმარებელთა მხარდაჭერა; — დაფიქსირებული ინციდენტებზე რეაგირება და გასწორება; — პრობლემების იდენტიფიცირება და მის გამოსწორებაზე მუშაობა; — პროგრამის დახვეწის და ახალი ფუნქციონალის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით; — სასურველია ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა; — სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; — MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. პიროვნული უნარები: — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი. — დროის მართვის უნარი; — ანალიტიკური აზროვნება; — დეტალებზე ორიენტაციის უნარი. ენები: — ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; — ინგლისური -B1. ჩვენ გთავაზობთ: — კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; — მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი"). გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 12.04.2021