ქართული Русский English

პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი 500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "SmartSoft" ონლაინ სათამაშო ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერია, ჩვენი კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან, კომპანიას მართავს გუნდი რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ონლაინ თამაშების ინდუსტრიაში, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს რათა შექმნას ინოვაციური პროგრამა ონლაინ სათამაშო ოპერატორებისთვის. კომპანია "SmartSoft" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 71 ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 500 ლარი სამუშაო საათები: არასტანდარტული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ონლაინ თამაშებში წარმოქმნილი ხარვეზის დროული იდენტიფიცირება, ხარვეზის აღწერა/დეტალური შესწავლა და შესაბამის განყოფილებაში დროული გადამისამართება. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; — სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშო გამოცდილება; — ინგლისური ენის ცოდნა; უნარები: — დეტალებზე ორიენტირებული; — გუნდთან მუშაობის უნარი; — სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — პასუხისმგებლობის გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: — შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპნიის თანამშრომელი; — იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში; — განვითარდეთ და მოახდინოთ თვითრეალიზაცია; დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@smartsoft.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანია "SmartSoft" - მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლოა თქვენი მონაცემები შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 08.04.2021