ქართული Русский English

სქრამ მასტერი 1000 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ინტერნეტ-მაღაზია "ebg.ge" (order24.ge) ეძებს სქრამ მასტერს, რომელიც დაგვეხმარება დეველოპერების გუნდის საქიმაონობების პროცესების მართვაში. ჩვენი ონლაინ მაღაზია 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რომლებსაც საშუალება აქვთ მილიარდზე მეტი პროდუქტი შეიძინონ და მიიღონ საქართველოს 40-ზე მეტ რეგიონში. ძირითადი მოვალეობები: — სამუშაო გუნდისთვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი; — პროექტის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება; — პროექტის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრის გეგმის შემუშავება; — ამოცანების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა; — თითოეული პროექტის დოკუმენტაციის მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სქრამ მასტერის პოზიციაზე, ან პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. — Agile მეთოდოლოგიის კურსის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად; სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი. ანაზღაურება: 500-1000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე და უნარებზე) სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ჩუბინაშვილის ქუჩა N 50, თბილისი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე hr@order24.ge (სათაურში მიუთითეთ scrum master)

კონტაქტი

ტელეფონი 100 000
ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 20.04.2021