ქართული Русский English

სოციალური მედიის მენეჯერი 700 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "არტტექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სავალდებულო უნარ-ჩვევები: — შრომისმოყვარე, ოპერატიული, პუნქტუალური, ორგანიზებული; — გამართულად წერის უნარი; — უცხო ენების ცოდნა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი; — დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის უნარით. ფუნქციები და მოვალეობები: — სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება; — სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, Web) და მისი სტაბილურობის შენარჩუნება; — მიზნობრივი აუდიტორიის დაინტერესება, მოზიდვა და შენარჩუნება; — ფოტო/ვიდეო, აუდიო, ბეჭდური მასალის ორგანიზება და სოციალურ მედიაში განთავსება; — კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია; — კომპანიის ინტერესების შესაბამისი კონტენტის შექმნა; ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სოციალურ სივრცეში მისი პერმანენტული განთავსება (როგორც ფოტო/ვიდეო, ასევე ბეჭდური ვერსიით); — ზრუნვა კომპანიის ცნობადობის გაზრდაზე და პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებაზე; — ზრუნვა კომპანიის გაყიდვების ზრდაზე. თანამშრომლის მოყვანა მოხდება გამოსაცდელი ვადით (45 დღე). გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება ხელზე ასაღები 700 ლარის ოდენობით ჩვენი კომპანიის მისამართია: თბილისი, რომის ქ. 4. საკონტაქტო ელფოსტა: info@arttex.ge

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.11.2020