"საბნევი" ხის აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 4 წელია არსებობს ბაზარზე.
კომპანია "საბნევი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
— მომხმარებლებთან კომუნიკაცია
— დიზაინერთან ერთად პოსტების მომზადება;
— სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება.
— სოციალურ ქსელით მიღებული შეკვეთების მენეჯმენტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— სასურველია განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
— სოციალური მედიის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
— კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
— Photoshop, Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
— რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
— გამართული წერის და კომუნიკაციის უნარი;
— კრეატიულობა და ორგანიზებულობა;
— შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
— გუნდურად მუშაობის უნარი;
— უკუკავშირისადმი ღიაობა;
— ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა;
— დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე (მორგებული გრაფიკი და მუშაობა შესაძლებელია დისტანციურადაც).
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. გობრონიძის #2 (ახმეტელის მეტროს მიმდებარედ)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: sabnevi.contact@gmail.com და მიუთითეთ სათაურში "სოციალური მედიის თანამშრომელი."
შესაძლებელია დისტანციური მუშაობა
დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან ან თანამშრომლისთვის მოსახერხებელი სხვა ადგილიდან მუშაობას.