კომპანია "APP3null GmbH" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგი მიმართულებით: iOS დეველოპმენტი (Swift).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 300 ლარი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ჩვენი შემოთავაზება:
სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე თეორიულ ცოდნას, თქვენს მიერ არჩეული მიმართულებით; გექნებათ საშუალება იმუშაოთ რეალურ პროექტებზე, აითვისოთ ბოლო ტექნოლოგიური სიახლეები თქვენს სფეროში, გაეცნოთ უცხოელ კლიენტებთან მუშაობის სპეციფიკას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გეძლევათ შესაძლებლობა დაიწყოთ ჩვენთან მუშაობა მობილურ ან ვებ დეველოპერად.
ფუნქცია-მოვალეობები:
— ახალი მობილური აპლიკაციების შემუშავებაში დახმარება
— არსებული აპლიკაციების განახლება და საპორტი
— ახალი ტექნოლოგიების და ტრენდების გაცნობა და ათვისება.
მოთხოვნები:
— შესაბამისი ტექნოლოგიების (swift) საბაზისო დონეზე ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა
— უმაღლესი განათლება ინფორმატიკის განხრით
— კარგი თეორიული მომზადება
— ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერით და ზეპირად).
პიროვნული მოთხოვნები:
— საკუთარი საქმის (ამ შემთხვევაში პროგრამირების) სიყვარული
— მონდომება და მაღალი მოტივაცია.
ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან პორტფოლიოს, მზა პროექტებს, მაგრამ ვითხოვთ და მოველით დიდ დაინტერესებას შერჩეული სფეროს მიმართ და გარკვეულ საბაზისო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.
ჩვენს შესახებ:
"APP3null GmbH" არის ქართულ/გერმანული კომპანია მობილური აპლიკაციების განვითარების სფეროში. კომპანია მუშაობს ევროპულ ბაზარზე და ქმნის მაღალხარისხიან მობილურ და ვებ აპლიკაციებს.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (PDF ფორმატში), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@app3null.com. სხვა ფორმატებში და სამოტივაციო წერილის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის საინტერესო სფერო, მაგალითად: "iOS Trainee Georgian Office".
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებსაიტზე: https://app3null.com/