ქართული Русский English

IT, ინტერნეტი, პროგრამირება - ვაკანსიები - თბილისი

ვაკანსიების ძებნა
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
IT-კომპანია "სამბრელა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე, სრულ განაკვეთზე სამუშაოდ. მოვალეობები: — სოციალურ ქსელებში ინფორმაციის განთავსება და მონიტორინგი; — კომპანიის ცნობადობის ამაღლება; — ორგანიზაციის ვებ. გვერდისა და სოციალური მედია გვერდების მართვა ქართულ-ინგლისურ ენებზე; კრეატიული კონტენტის შექმნა; — მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა; — ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი; — განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად კონტენტის და სარეკლამო ვიზუალის შექმნა/შექმნის უზრუნველყოფა; — სოციალური მედია მარკეტინგის სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram); — დიზაინერთან სისტემატიური თანამშრომლობა; — ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი; — საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — მარკეტინგის ან/და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; — აუცილებელია სოციალური კამპანიების დაგეგმვის და მართვის გამოცდილება; — Facebook გვერდის ადმინისტრირება - სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა; — Google Analytics, Facebook Ads Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა; — კრეატიული წერითი უნარი — ინგლისური ენის ცოდნა. ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: jobs@sambrela.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
24.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ "ეისითის" მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრები. ACT საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. პროფესიონალთა გუნდი ACT-ის ყველაზე ღირებული აქტივია. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს "ეისითიში" 100-მდე მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8. მონაცემთა მეცნიერი ჩაერთვება ჩვენი კლიენტებისთვის ინიცირებულ პროექტებში, სადაც მოუწევთ დიდი მოცულობისა და მრავალფეროვანი შინაარსის ტრანზაქციულ / ქცევით მონაცემებთან მუშაობა. კანდიდატებმა უნდა შეძლონ სტატისტიკური / მანქანური სწავლების მეთოდებით მომხმარებელზე ორიენტირებული ანალიტიკის წარმოება. ვეძებთ ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც აქვს მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება და სურს ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოცდა. ძირითადი მოვალეობები: — დიდი მოცულობის მონაცემებზე მანიპულაცია — დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზი — საპროგნოზო ანალიტიკა და მოდელირება (მათ შორის: Churn, CLV და სხვა) — მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის Pipeline-ის აწყობა — მონაცემთა სეგმენტაცია, კლასტერიზაცია და რეგრესული ანალიზი — პერსონალური შეთავაზებების მოდელის აწყობა და მისი ინტეგრაცია კლიენტის მხარეს არსებულ სისტემებთან — მონაცემთა ვიზუალიზაცია შესაბამისი პლატფორმების გამოყენებით. განათლება, გამოცდილება და საბაზისო ცოდნები: — ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, მონაცემთა მეცნიერების ან რომელიმე მონათესავე ტექნიკურ დისციპლინაში. — 2+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერის/ანალიტიკოსის პოზიციაზე — SQL-ში მუშაობისა და ზოგადად მონაცემთა ბაზების არქიტექტურის აწყობის გამოცდილება — მონაცემთა ვიზუალიზაციის / BI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება. მაგ: PowerBI, Tableau, Qlick და ა.შ. — Python-ის მაღალ დონეზე ცოდნა. R-ის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად — მანქანური სწავლების მეთოდებით მუშაობის გამოცდილება — ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა — საკომუნიკაციო რუსული ენის ცოდნა — ეჯაილ პროცესების, პრინციპებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ზოგადი უნარები და პიროვნული მახასიათებლები: — დეტალებზე ორიენტირებულობა — განვითარებაზე ორიენტაცია და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მუდმივი სურვილი — პასუხისმგებლობის მაღალი დონე — გუნდური მუშაობა — კრეატიული, ანალიტიკური და პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული — დროის ეფექტიანი მართვის უნარი — პროაქტიური და ინოვაციების ინიცირების უნარი. დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. წერილის საგანში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი: "მონაცემთა მეცნიერი".
22.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
კომპანიის "შოუ ტექნიკის ცენტრი" ბრენდი - მუსიკალური ინსტრუმენტების, გახმოვანებისა და განათების მაღაზიათა ქსელი "მუსიკის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის კონსულტანტის თანამდებობაზე. მოვალეობები: — მუსიკის სახლის არსებულ არხებში შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა და კონსულტაციის გაწევა (Facebook, Instagram, E-mail), — მუსიკის სახლის არსებულ არხებში პოსტებზე განთავსებულ კომენტარებზე პასუხის გაცემა (Facebook, Instagram), — ონლაინ გაყიდვების პროცესში ინფორმაციული ჩართულობა, — შემოსული კითხვების აქტუალურობისა და განმეორებითობის შესახებ, რეპორტის მომზადება. მოთხოვნები: — მუსიკალური ინსტრუმენტების და მუსიკასთან დაკავშირებული აპარატურის შესახებ მინიმალურ დონეზე ცოდნა, — ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება და წერა, — რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა, — კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. უნარები: — სიახლის მარტივად ათვისების უნარი, — ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწრაფი ადაპტაციის უნარი, — განაწყენებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის მართვის უნარი, — თვითგანვითარებაზე ზრუნვის უნარი, — კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო სტანდარტის შესაბამისი ხარისხით განხორციელების უნარი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10:00-19:00, ერთი საათი შესვენება. ანაზღაურება: 500₾-700₾. დამატებითი ბენეფიტი: სამედიცინო დაზღვევა; ულიმიტო სიმ ბარათი. გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stc.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ონლაინ მაღაზიის კონსულტანტი).
17.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
"ASBIS"-ის უმსხვილეს საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ASBC" ახალი პროექტისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრს B2C E-Commerce სპეციალისტის პოზიციაზე. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული - 40 საათი კვირაში გამოცდილების დონე: სპეციალისტი (3 წლიანი, აქედან ინტერნეტ მაღაზიაში მუშაობის - 1 წელი) ძირითადი მოვალეობები: — გაყიდვების გეგმის შესრულება; — შეკვეთების მიღება და დამუშავება (ზარებით, მეილით, ჩათით); — მომხმარებლის კონსულტირება როგორც კომპანიის პროდუქტების, ასევე მომსახურების შესახებ; — ბაზრის ანალიზი და კონკურენტები (აქციები-ფასდაკლებები); — შეკვეთებისა და მარაგების მართვა; — ახალი პროდუქციის დამატება ვებ. გვერდზე; — პროდუქციის გამოწერა სათაო ოფისიდან და დოკუმენტების გაფორმების უზრუნველყოფა; — პროდუქციის მიწოდების ორგანიზება, მომხარებლისთვის ინფორმირება მიწოდების დროის შესახებ; — პროგრამისტების ინფორმირება განსათავსებელი აქციებისა და საიტის დეფექტების შესახებ; — ინვოისების შედგენა და დროული გადახდების კონტროლის უზრუნველყოფა; — ანგარიშგება CRM სისტემაში. მოთხოვნები: — განათლება: უმაღლესი - ეკონომიკა/მენეჯმენტი / მომიჯნავე სფერო — ენები: ინგლისური - რუსული B1 (საშუალო დონე) უნარ-ჩვევები: — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი გადანაწილების უნარი; — სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღების უნარი; — დიდ პროექტებში დეტალებზე ორიენტირებულობა; — სწავლასა და განვითარებაზე ორიენტაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: — მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; — კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსი. დამატებითი ინფორმაცია: თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა, რეზიუმეს შესაბამის, ვაკანტურ პოზიციაზე. თუ თვლით, რომ მზად ხართ შემოუერთდეთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე: hr@asbc.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წარმატებებს გისურვებთ!
15.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თბილისი სწრაფი ნახვა
კომპანიის ლოგო 13.01.2021
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
"Affix" აცხადებს ვაკანსიას .Net შუა დეველოპერის პოზიციაზე. სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — С# პროგრამირების ენის და .NET ეკოსისტემის საფუძვლიანი ცოდნა; — .NET Core; — მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია PostgreSQL; — ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა; — REST API გამოცდილება; — SignalR გამოცდილება; — Unit testing; — Integration testing; — 3+ გამოცდილება აღნიშნულ სტეკზე. უპირატესობად ჩაითვლება: — SOLID პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება კოდის წერის და სტრუქტურიზაციის პროცესში; — DDD (Domain driven design) მიდგომით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება; — CQRS; — ELK Stack; — Rabbit MQ ან სხვა message broker-ებთან მუშაობის გამოცდილება. გრაფიკი: 10-7 ორშაბათი-პარასკევი დამატებითი ბენეფიტები: ჯამრთელობის დაზღვევა, ყავა, ჩაი (ჯერჯერობით) ანაზღაურება: 2000-5000 GEL "Affix" გთავაზობთ: — საინტერესო, კომპლექსურ პროექტებს; — თანამედროვე ტექნოლოდიებთან მუშაობის შესაძლებლობას; — პროფესიონალების გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; — პროექტებზე მუშაობას ეჯაილ მეთოდოლოგიით; — კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; — ჯანმრთელობის დაზღვევას; — მოქნილ სამუშაო საათებს; — კარიერული ზრდის შესაძლებლობას; — კომფორტულ სამუშაო გარემოს. საკონტაქტო ელფოსტა: hr@affix.net
13.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დისტანციური მუშაობა სწრაფი ნახვა
კომპანიის ლოგო 10.01.2021
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
"საბნევი" ხის აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 4 წელია არსებობს ბაზარზე. კომპანია "საბნევი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — მომხმარებლებთან კომუნიკაცია — დიზაინერთან ერთად პოსტების მომზადება; — სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება. — სოციალურ ქსელით მიღებული შეკვეთების მენეჯმენტი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სასურველია განათლება მარკეტინგის მიმართულებით; — სოციალური მედიის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; — კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; — Photoshop, Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; — რუსული და ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: — გამართული წერის და კომუნიკაციის უნარი; — კრეატიულობა და ორგანიზებულობა; — შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; — გუნდურად მუშაობის უნარი; — უკუკავშირისადმი ღიაობა; — ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა; — დროის ეფექტურად მართვის უნარი. ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე (მორგებული გრაფიკი და მუშაობა შესაძლებელია დისტანციურადაც). ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. გობრონიძის #2 (ახმეტელის მეტროს მიმდებარედ) დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: sabnevi.contact@gmail.com და მიუთითეთ სათაურში "სოციალური მედიის თანამშრომელი."
10.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
კომპანია "Lime Consulting" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ​ — მონაცემთა ბაზებთან მუშაობა; — სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება/ანალიზი; — არსებული რეპორტების ოპტიმიზაცია/სტანდარტიზაცია; — სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა; — ახალი პროექტებისა და მიმდინარე ცვლილებების ეფექტურობის ანალიზი. კვალიფიკაცია და მოთხოვნები:​ — ანალიტიკური აზროვნების უნარი; — მონაცემთა დიდ მოცულობასთან მუშაობის გამოცდილება; — ​Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; — SQL-ის ცოდნა; — R/Python/-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; — რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა. რას გთავაზობთ: — ფიქსირებული კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; — სამედიცინო დაზღვევა; — მეგობრული და თბილი კორპორატიული გარემო; — კორპორატიული სწავლება; — კარიერული ზრდის შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr-tbilisi@limecs.net და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი".
07.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ყველა კატეგორია

ყველა კატეგორია დისტანციური მუშაობა ვაჭრობა, გამყიდველები, კონსულტანტები კვება, რესტორნები, კაფეები ტურიზმი, სასტუმროები, გართობა განათლება, მასწავლებლები მუშა პერსონალი ტექნიკური სპეციალობები მომსახურების სპეციალისტები მძღოლები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა კავშირგაბმულობა, ოპერატორები ადმინისტრაცია და მენეჯმენტი ბუღალტერია, აღრიცხვა, ფინანსები მარკეტინგი, რეკლამა, პიარი IT, ინტერნეტი, პროგრამირება მედიცინა, ფარმაცევტიკა წარმოება უსაფრთხოება, დაცვა იურისტები სახელმწიფო სამსახური მართვა, ხელმძღვანელები, უმაღლესი მენეჯმენტი სამუშაო სტუდენტებისთვის სხვა
კატეგორიების ჩამოშლა კატეგორიების აკეცვა
თბილისი სწრაფი ნახვა
კომპანიის ლოგო 30.12.2020
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს Frontend დეველოპერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — JavaScript-ის (es6) კარგად ცოდნა; — Webpack-ის კონფიგურაციის ცოდნა; — Bootstrap -ის კარგად ცოდნა; — React-ისა და Redux-ის ცოდნა ჩაითვლება პლუსად; — AngularJS-ის ცოდნა ჩაითვლება პლუსად; — CSS3, HTML5, JS (ES6+) და Web API-ს კარგი ცოდნა; — ფუნქციონალური პროგრამირების (FP) პრინციპების ცოდნა და და აღქმა; — პროექტირებისა და პროგრამირების პატერნების ცოდნა; — ვებ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე; — მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება Frontend პროგრამირებაში. პირობები: სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; ანაზღაურება: 3, 000-4, 500 ლარი ხელზე; ჯანმრთელობის დაზღვევა. ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Frontend Developer.
30.12.2020
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
კომპანია "APP3null GmbH" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგი მიმართულებით: iOS დეველოპმენტი (Swift). სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 300 ლარი სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე ჩვენი შემოთავაზება: სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე თეორიულ ცოდნას, თქვენს მიერ არჩეული მიმართულებით; გექნებათ საშუალება იმუშაოთ რეალურ პროექტებზე, აითვისოთ ბოლო ტექნოლოგიური სიახლეები თქვენს სფეროში, გაეცნოთ უცხოელ კლიენტებთან მუშაობის სპეციფიკას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გეძლევათ შესაძლებლობა დაიწყოთ ჩვენთან მუშაობა მობილურ ან ვებ დეველოპერად. ფუნქცია-მოვალეობები: — ახალი მობილური აპლიკაციების შემუშავებაში დახმარება — არსებული აპლიკაციების განახლება და საპორტი — ახალი ტექნოლოგიების და ტრენდების გაცნობა და ათვისება. მოთხოვნები: — შესაბამისი ტექნოლოგიების (swift) საბაზისო დონეზე ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა — უმაღლესი განათლება ინფორმატიკის განხრით — კარგი თეორიული მომზადება — ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერით და ზეპირად). პიროვნული მოთხოვნები: — საკუთარი საქმის (ამ შემთხვევაში პროგრამირების) სიყვარული — მონდომება და მაღალი მოტივაცია. ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან პორტფოლიოს, მზა პროექტებს, მაგრამ ვითხოვთ და მოველით დიდ დაინტერესებას შერჩეული სფეროს მიმართ და გარკვეულ საბაზისო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. ჩვენს შესახებ: "APP3null GmbH" არის ქართულ/გერმანული კომპანია მობილური აპლიკაციების განვითარების სფეროში. კომპანია მუშაობს ევროპულ ბაზარზე და ქმნის მაღალხარისხიან მობილურ და ვებ აპლიკაციებს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (PDF ფორმატში), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@app3null.com. სხვა ფორმატებში და სამოტივაციო წერილის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის საინტერესო სფერო, მაგალითად: "iOS Trainee Georgian Office". დამატებითი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებსაიტზე: https://app3null.com/
29.12.2020
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თბილისი სწრაფი ნახვა
კომპანიის ლოგო 25.12.2020
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
კომპანია "Proweb.ge" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამისტის თანამდებობაზე აპლიკანტმა კარგად უნდა იცოდეს: — PHP OOP-ზე პროგრამირება — SQL-ის ბაზებთან მუშაობის პრინციპები (MYSQL, postgresql) — ასევე, აუცილებელია Javasctipt -ის კარგი ცოდნა და მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. — უპირატესობად ჩაითვლება HTML, CSS-ის ცოდნა. გამოსაცდელი პერიოდი: თვე ნახევარი (ანაზღაურებადი). ხელფასი: 1500 ლარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-18:00; შაბათს 11:00-16:00. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@proweb.ge
25.12.2020
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო 24.11.2020

მომხმარებლები

გსურთ თქვენი რეზიუმეს განთავსება აქ? პროფილის შექმნა
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო 08.10.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო 19.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა
კომპანიის ლოგო EPAM 07.09.2020
დისტანციური მუშაობა

განყოფილების შესახებ

IT განყოფილებაში ქვეყნდება ვაკანსიები საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე სფეროს სპეციალისტებისთვის. ვაკანსიები ამ სფეროში არ შემოიფარგლება მხოლოდ პროგრამისტებით, დამსაქმებლები ასევე ეძებენ ისეთ სპეციალისტებს, როგორიც არის კლიენტების მენეჯერები, გაყიდვების მენეჯერები, გუნდების მმართველები, პიარის და მარკეტინგის სფეროს პროფესიონალები, დიზაინერები და ბევრი სხვა.

მრავალ სპეციალისტს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საშუალება აქვს იმუშაოს დისტანციურად, ანუ ოფისში მისვლის გარეშე, მაგალითად, თავისი საკუთარი სახლიდან. მათთვის, ვინც ეძებს დისტანციურ სამუშაოს, ვაკანსიები IT სფეროდან იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან ასეთი სპეციალისტები ძალზე მოთხოვნადია და პრეტენზიას აცხადებენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასებზე შრომის ბაზარზე.

საერთაშორისო კომპანიები ეძებენ სპეციალისტებს მთელს მსოფლიოში. ბევრი მათგანი ხსნის თავის წარმომადგენლობას სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ხშირად ასეთი კომპანიები ეძებენ თანამშრომლებს დისტანციურ სამუშაოზე, ამგვარი ვაკანსიები ჩვენთან ასევე დუბლირებულია ცალკე განყოფილებაში დისტანციური სამუშაოსთვის.

IT სფერო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად მზარდია, სულ უფრო მეტ ახალგაზრდა სპეციალისტს სურს იმუშაოს სწორედ ამ სფეროში, და ეს განყოფილება დაეხმარება მათ იპოვონ პროგრამისტის, დიზაინერის, UX-ინტერფეისების სპეციალისტის, მენეჯერის სამუშაო, ან სამუშაო სფეროს რომელიმე სხვა მრავალრიცხოვანი სპეციალობის განხრით.