ქართული Русский English

ტესტერი 500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "SmartSoft" ონლაინ სათამაშო ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერია, ჩვენი კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან, კომპანიას მართავს გუნდი რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ონლაინ თამაშების ინდუსტრიაში, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს რათა შექმნას ინოვაციური პროგრამა ონლაინ სათამაშო ოპერატორებისთვის. კომპანია "SmartSoft" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71 პოზიციის მიზანი: პროდუქციის ტესტირება და ხარისხის კონტროლი, ხარვეზის აღმოჩენა, მათ უზრუნველსაყოფად შესაბამის რგოლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 500 ლარი სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — პროდუქტების ტესტირების დაგეგმვა და მონიტორინგი; — აღმოჩენილი პრობლემის აღწერა და რეპორტინგი; პროდუქტები, რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა: TFS - პროექტების მართვის პროგრამა, სადაც იქნება აღწერილი დავალებები; სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; — სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშო გამოცდილება; უნარები: — დეტალებზე ორიენტირებული; — გუნდთან მუშაობის უნარი; — სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — პასუხისმგებლობის გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: — შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; — იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში; — განვითარდეთ და მოახდინოთ თვითრეალიზაცია; დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@smartsoft.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანია "SmartSoft" - მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლოა თქვენი მონაცემები შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 08.04.2021