ქართული Русский English

უმცროსი IT სპეციალისტი 900 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ანაზღაურება: 900 ლარი ფუნქციები: — კომპანიის სათაო ოფისში, მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია; — კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა; — სწრაფი გადახდის აპარატების მონტაჟი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); — OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Windows 10, Windows Server ცოდნა (სავალდებულო); — ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა; — რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე. პიროვნული თვისებები: — ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; — მოხერხებულობა და სისხარტე; — გუნდში მუშობის უნარი; — ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე. სხვა მოთხოვნები: — აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა; — საკუთარი ავტომობილის ფლობა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 21.04.2021