ქართული Русский English

უფროსი Python დეველოპერი 500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს Senior Python დეველოპერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — OOP პრინციპების კარგი ცოდნა და აღქმა; — პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა; — ვებ პროგრამული უზურნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე; — SQL-ის ცოდნა და RDBMS-თან მუშაობის გამოცდილება; — მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება Python პროგრამირებაში; — ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამისი პროგრამების ცოდნის სერთიფიკატები. პირობები: — სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; — ანაზღაურება - 5, 000-7, 500 ლარი დარიცხული. — ჯანმრთელობის დაზღვევა. ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათშორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Senior Python Developer.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 16.04.2021