ქართული Русский English

PHP დეველოპერი 2000 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
საშუალოზე რთული საერთაშორისო პროექტისთვის ვეძებთ მონდომებულ, ნიჭიერ და საკმაოდ გამოცდილ PHP დეველოპერს, რომელიც მზადაა შეეჭიდოს საინტერესო ამოცანებს და ამავდროულად აქვს რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მაქსიმალურად გუნდურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, ძალიან საინტერესო და კომპლექსურ დავალებებს, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, ასევე ტექნიკური კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას. სასურველია გამოგვეხმაურონ არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ვებ-დეველოპერები, რომლებსაც არაერთი სისტემა აქვთ უკვე შექმნილი. პროექტი არის 3 წლიანი, ყოველწლიურად ანაზღაურება გაიზრდება 1000 ლარით. ძირითადი მოთხოვნები: — PHP-ის საფუძვლიანი ცოდნა (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება); — MVC frameworks: Laravel, CodeIgniter და/ან სხვ. (აუცილებელია ერთ-ერთის ცოდნა); — HTML5, CSS3, Bootstrap; — Javascript, Jquery, Ajax-ის საფუძვლიანი ცოდნა (ალტერნატივა - Angular); — REST API-ის შექმნის და გამოყენების გამოცდილება; — MySQL და/ან NoSQL-ის საფუძვლიანი ცოდნა: MySQL, PostgreSQL, MongoDB; — ​Git-თან მუშაობის გამოცდილება; — ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა. სამუშაო ადგილი: არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (კორონავირუსის კრიზისის ბოლომდე) შერჩეული კანდიდატი დროებით იმუშავებს დისტანციურად, მოგვიანებით კი ნაწილობრივ ან მთლიანად ოფისიდან, საჭიროების მიხედვით. ოფისი მდებარეობს მეტრო დელისიდან 300 მეტრში; სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი: სრული ან არასრული (კვირაში მინიმუმ 20 სთ), ანაზღაურება: კვალიფიკაციის, გრაფიკისა და რეჟიმის მიხედვით ჯამური ანაზღაურება ხელზე 1000-2000 ლარი. გთხოვთ გამოგზავნოთ CV და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: hr@itms.ge გთხოვთ საბჯექტში მიუთითოთ: "PHP დეველოპერი სრული ან არასრული გრაფიკით". გთხოვთ წერილში დააკონკრეტოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება, სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი, ასევე შესრულებული პროექტების სია.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 04.05.2020