ქართული Русский English

IT სპეციალისტი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; — კომპანიის კომპიუტერებზე ოპერატიული სისტემების დაყენება და გამართვა; — კომპანიის კომპიუტერების ძირითადი და სპეციალური პროგრამების აღჭურვა და პერიოდული განახლება; — კომპანიის და ქსელის მომსახურეობა და ტექნიკური გამართვა; — კომპანიის დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა და დროული შეკეთება; — საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის ოპერატიულად და ხარისხიანად აღმოფხვრა; — კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება; — თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ან მომიჯნავე სფეროში; — მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; — ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა; — Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა; პიროვნული უნარ-ჩვევები: — ორგანიზებულობა; — საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; — ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი; — ორგანიზატორული უნარები სხვადასხვა კომპლექსური საკითხების გადასაწყვეტად. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე / შეთანხმებით სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / შეთანხმებით სამუშაო ადგილი: თბილისის ბიზნეს ცენტრი ანაზღაურება: შეთანხმებით დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 19.06.2020