ქართული Русский English

სოციალური მედიის მენეჯერი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"გასტრონავტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. "გასტრონავტი" არის კვების დაწესებულების საკონსულტაციო სააგენტო, რომელიც 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში სტუმართმასპინძლობის სფეროს განვითარების მიმართულებით. გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას და დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti@gastronaut.ge 2020 წლის 10 ოქტომბრამდე. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. ძირითადი მოვალეობები: — სოციალური ქსელების მართვა - Facebook, Instagram, Tripadvisor, etc. — კონტენტის დაგეგმვა/შექმნა და შეთანხმება კრეატიულ გუნდთან; — რეაგირება მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე; — მიმდინარე ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვა/მონიტორინგი; — Google Ad-ის კამპანიებისთვის შესაბამისი კონტენტის მომზადება და მიწოდება Google Ad მენეჯერისთვის. მოთხოვნები: — განათლება ციფრული მარკეტინგის, PR-ის, ჟურნალისტიკის ან მონათესავე დარგის განხრით; — გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი; — სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram) მართვის გამოცდილება; — ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; — რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. შენიშვნა: უპირატესობად ჩაითვლება სტუმართმასპინძლობის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი. ანაზღაურება: შეთანხმებით. "გასტრონავტი" იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენი პირადი მონაცემები იქნება დაცული და თქვენი თანხმობის გარეშე არ იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის! გასტრონავტის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
შესაძლებელია დისტანციური მუშაობა
დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან ან თანამშრომლისთვის მოსახერხებელი სხვა ადგილიდან მუშაობას.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 19.09.2020