ქართული Русский English

Ar-Meridians - იურისტი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
დეველოპერული კომპანია "Ar-Meridians" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე. "Ar-meridians" წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე 2015 წლიდან და ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის "White Sails" ინიციატორია ახალ ბულვარში. კომპლექსი მოიცავს 4 მაღალი კლასის აპარტოტელს, საცხოვრებელ ბლოკებს, 2 ბრენდულ სასტუმროს და უნიკალურ ინფრასტრუქტურას. კომპლექსი ჯამში 30 ჰა-ზეა განთავსებული. მდებარეობა: ბათუმი ფუნქცია-მოვალეობები: — იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; — ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; — კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში. — კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. — წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება; — კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა; — კარგი წერითი/ვერბალური უნარ-ჩვევები; — სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა; — ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა; — საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; — ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება; — რუსული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია; — სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი; — უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უნარ-ჩვევები: — დაგეგმვის, დროის მართვის და ოპტიმალურად განაწილების უნარი; — პუნქტუალურობა; — ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ; — პასუხისმგებლობის გრძნობა; — სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; — ორგანიზებულობა; — პრიორიტეტების დასახვის უნარი; — გადაწყვეტილების მიღების უნარი; — შედეგებზე ორიენტირებულობა; — ეფექტური კომუნიკაციის უნარი — მოლაპარაკებების წარმოების უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@whitesails.ge

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.01.2021