ქართული Русский English

იურისტი 400 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
შპს "დი+" (ბრენდული სახელწოდებით DIGITAL TV) აცხადებს იურისტის ასისტენტის ვაკანსიას. DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს. სამუშაო ადგილი: თბილისი გამოსაცდელი ვადა: 4 თვე (გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ანაზღაურება შეადგენს 300 ლარს) ხელფასი: 400 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება (მათ შორის ინგლისურ ენაზე); — კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და სათანადო რეესტრის წარმოება; — სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს III კურსიდან; — საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა; — კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; — ინგლისური ენის ცოდნა; პიროვნული თვისებები: — შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ანალიტიკური აზროვნება; — დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი. — დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@digitaltv.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იურისტის ასისტენტი; განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აპრილი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 19.04.2021