სავაჭრო ცენტრი აცხადება ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
— ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, დანართები, გაფრთხილებები, სარჩელები და სხვა) მომზადება;
— კორესპონდენციის წარმოება კომპანიის მოიჯარეებთან ან/და მესამე პირებთან;
— ადმინისტრაციული საქმისწარმოება;
— ნებისმიერ იურიდიულ საკითხზე თანამშრომელთა კონსულტირება;
— პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
— პირდაპირი კომუნიკაცია მოიჯარეებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
— მიმდინარე ხელშეკრულებების აღრიცხვის სისტემატიზაცია (ბაზის შექმნა) და მოქმედების თარიღების კონტროლი;
— სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთქმედება და მათ მოთხოვნებზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
— კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა;
— გარიგების იურიდიული ექსპერტიზა;
— დავების სააღსრულებო წარმოება;
— ურთიერთქმედება მარეგულირებელ, სამეთვალყურეო, სამართალდამცავი ორგანოებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
— უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
— იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
— კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
— რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა);
საჭირო პიროვნული უნარები:
— კომუნიკაციის, მეტყველების და აკადემიური წერის უნარი;
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
— ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
— გუნდური მუშაობის უნარი;
— საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
— სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
— ანალიტიკურად აზროვნება;
— ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე:
hrannakiki@gmail.com 2020 წლის 1 ნოემბრამდე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!