ქართული Русский English

უფროსი იურისტი 1000 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას: უფროსი იურისტი სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო. სამუშაო დრო: სრული განაკვეთი შრომის ანაზღაურება: 1 თვე გამოსაცდელი ვადა 1000 ლარი (ხელზე), 1 თვის შემდეგ 1500 ლარი (ხელზე) ძირითადი მოვალეობები: — ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; — კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; — სასამართლო წარმომადგენლობა — კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან. — კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. — ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება — ფიზიკური პირების ადვოკატირება სასამართლოში — სხვადასხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: — ასაკი: 25-დან 35 წლამდე — უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით) — იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა) — კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სავალდებულოა) — უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი კვალიფიკაცია ბავშვთა უფლებების დარგში. — რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა) — მართვის მოწმობა (სასურველია) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 06.04.2021